ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
ახალი MAN TGX „2021 წლის საუკეთესო სატვირთო მანქანაა“ (ITOY). ITOY (წლის საუკეთესო საუკეთესო სატვირთო მანქანა) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა კომერციული ტრანსპორტის სექტორში. ვირტუალური ცერემონიის დროს, ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიქო გრიფინმა ეს საპატიო პრიზი საზეიმოდ გადასცა MAN Truck & Bus-ს გენერალურ დირექტორს - ანდრეას თოსთმანს. ITOY-ს ჟიური 24 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც ევროპის 24 წამყვან ჟურნალს წარმოადგენენ სატვირთო ავტომობილების დარგში. ჟიურიმ ერთხმად აღიარა ახალი MAN TGX, როგორც განსაკუთრებულად ნოვატორული სატვირთო მანქანა მართვის კომფორტის, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების, უსაფრთხოების, საწვავის ეკონომიურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსობადობის, ინოვაციური სერვისების, და მართვის სისტემის კონტროლის ფილოსოფიის თვალსაზრისით.
„ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიც არის “წლის საუკეთესო სატვირთო მანქანა“ MAN-ს მთელი კოლექტივის მიერ გაწეული უდიდესი შრომის და ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა. ხუთ წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდი ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფოდა: შეგვექმნა საუკეთესო სატვირთო მანქანა მძღოლებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს საპატიო ჯილდო კი უბრალოდ ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია,” ამაყად განაცხადა MAN Truck & Bus-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრეას თოსთმანმა ჯილდოს გადაცემის ვირტუალურ ცერემონიაზე.
“მძღოლის კომფორტის, საწვავის ხარჯის ეფექტურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსობადობის და ადამიანსა და მანქანას შორის ინტერფეისის კუთხით MAN TGX წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ამიტომ, სულაც არ არის გასაოცარი, რომ ახალი მოდელი MAN 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომანქანად დასახელდა. ეს არის მომავლის მანქანა, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი და ხვალინდელი დღის სატრანსპორტო საჭიროებებსაც,” განაცხადა ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიკო გრიფინმა ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე ჟიურის წევრების ვერდიქტის შეფასებისას.
MAN Truck and Bus SE-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაარსდა 2006 წელს და სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები