თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი, - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს.
ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი.
„თიბისი კემპი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ.
სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
"თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია“, - საბა ამირიძე, სტუდენტი.
„პროექტი - „თიბისი კემპი“ უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები