რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვის...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
|
ვინაიდან ტემპერატურა იკლებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის აუცილებელია ავტომობილი შესაბამისად მომზადებული იყოს. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს სასურველი პროდუქცია შეიძინონ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით tegetashop.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული, ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია. შეძენილი ნივთები შეგიძლიათ მიიღოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ან გაიტანოთ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრიდან.
ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ.
„თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი დაზიანდა, თქვენ კი მის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ, გამოიძახეთ „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ ევაკუატორის 24 საათიანი მომსახურებით.
იმ შემთხვევაში თუ გიწევთ ვიზიტი, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ასევე თეგეტას ცხელ ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდების მიერ წარმოებულ საავტომობილო პროდუქტებს და აქსესუარებს. უკვე 25 წელია „თეგეტა მოტორსი“ გირჩევთ და გთავაზობთ საუკეთესოს თქვენი ავტომობილისთვის.
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები