0 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

"საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნულის გამო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება დაიდება. 

„დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებას. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას. გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებსა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ სტაბილურად ჩვენი მოსახლეობის გაზის უზრუნველყოფისთვის ზამთრის პერიოდში“, - განაცხადა ბახტაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები