1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

,,თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება"

თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პრეზენტაციისას განაცხადა. 

ნინო ჯავახაძის თქმით, ეს ციფრი არის საშუალო, თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში, მოქალაქის პენსია რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ხელფასზე და იმაზე, თუ რამდენი წელი მოხდება დაგროვება. ასევე, იმაზე, თუ როგორი რისკიანობის ფონდს აირჩევს მოქალაქე, რაც უფრო რისკიანი იქნება ინვესტიცია, უფრო მაღალი იქნება მოქალაქის მოგება. 

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები