1 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ფირცხალავას დემოგრაფიული მდგომარეობის გამო სიმღერის ტექსტი შეაცვლევინეს

ჩამოტვირთვა

ქართული წარმოშობის რუსული ესტრადის ვარსკვლავმა, ირაკლი ფირცხალავამ სიმღერაზე "მხოლოდ შენ" ვიდეორგოლი გადაიღო. კლიპში მთავარი როლი მომღერლის მეუღლემ - სოფია გრებენშიკოვამ შეასრულა. ირაკლი ახალი სიმღერით ფაქტიურად სიყვარულს უხსნის ცოლს - სამწუთიანი ვიდეორგოლის სიუჟეტით ორი ადამიანი სხვადასხვა პიროვნების პორტრეტს ხატავს. ოცნების ქალის როლი სოფია გრებენშიკოვას შეხვდა, ხოლო მამაკაცი, როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლიმ განასახიერა. პარადოქსია, მაგრამ სიმღერის რადიოჩატებში დატრიალებისთანავე ირაკლის ტექსტი შეაცვლევინეს. მიზეზი მსოფლიოს დემოგრაფიული მდგომარეობა გახდა. სიმღერის თავდაპირველ ვარიანტში ირაკლი მღეროდა: "ექვსი მილიარდი ადამინიდან შენ ერთადერთი ხარ"... მაგრამ რადგან მალევე ცნობილი გახდა, რომ ჩვენ, დედამიწელები უკვე მილიარდზე მეტით გავზრდილვართ, მომღერალს ტექსტის შეცვლა მოუწია. ასე რომ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით ჩვენ უკვე სიმღერის განახლებულ ვერსიას მოვისმენთ. "შეუძლებელია მუდამ სამყაროს დემოგრაფიულ ზრდას ვადევნო თვალყური, - თავს იმართლებს ირაკლი. - როცა სიმღერა იწერებოდა, პლანეტაზე ადამიანების რიცხვი სწორედაც რომ 6 მილიარდი იყო. გპირდებით, რომ თუ უახლოეს პერიოდში ჩვენ 8 მილიარდამდე გავიზრდებით, სიმღერას აღარ გადავწერ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები