0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა

„თეგეტა მოტორსი“ მსოფლიოს წამყვან ნავთობკორპორაციას ExxonMobil-ს საქართველოსა და სომხეთის შემდეგ ამიერიდან უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. „თეგეტა მოტორსმა“ Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დაიწყო. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. მომავალი წლის გეგმა და პროგნოზი კი რამდენიმე ათასჯერ აღემატება 2023 წლის შედეგს და 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზებას გულისხმობს.

დიმიტრი ზედელაშვილი, Caucasus premium lubricants-ის დირექტორი: თეგეტასა და Mobil-საქართველოში უკვე წლებია წარმატებული თანამშრომლობა აქვთ. შესაბამისად, ჩვენც გაგვიჩნდა ამ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და ExxonMobil-მაც სიამოვნებით გვანდო ისეთი მასშტაბისა და შესაძლებლობების ბაზარი, როგორიც უზბეკეთია. თეგეტასთვის, ExxonMobil-ისგან დამოუკიდებლადაც საინტერესო იყო უზბეკეთის ბაზარი და იქ შესასვლელად უკვე ვემზადებით. ExxonMobil კი, თავის მხრივ, რამდენიმე წელი სწავლობდა ბაზარს და იკვლევდა იქ შესვლისთვის აუცილებელ პირობებს. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ხედვები და მიზნები ერთმანეთს დაემთხვა და ნოემბრიდან თეგეტა უკვე ოფიციალურად წარმოადგენს ExxonMobil-უზბეკეთში“.

ExxonMobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს. უზბეკეთის ბაზარზე უკვე შეტანილია ExxonMobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი.

მათე ხაბურძანია, „თეგეტა მოტორსის“ უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი: ასეთი დიდი კომპანიების მხრიდან უზბეკეთის ბაზრის მიმართ დაინტერესებას მისი სწრაფად მზარდი პერსპექტივა განაპირობებს. ამ ბაზარზე მსოფლიო ბრენდით შემოსვლა და ლიდერობის მოპოვება დიდი გამოწვევაა როგორც Mobil-ისთვის, ისე თეგეტასთვის. 3-4 წლის პერსპექტივაში ჩვენი გეგმა ExxonMobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზება და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვაა“.

„თეგეტა მოტორსსა“ და ExxonMobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში. სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რეგიონის ავტოინდუსტრიის ლიდერსა და მსოფლიოს დიდ სამეულში შემავალი ბრენდის წარმატებული თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე, მსოფლმხედველობასა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთების ხედვაზე დგას.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, ZF, BOSCH, Mobil, Petronas და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...