თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
|
ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” ("თანამშრომლობა შედეგებისთვის“) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.
ლიბერთიმ აღნიშნულ კონფერენციაზე ბანკის უპრეცენდენტო და ინოვაციური პროექტი - "ტელეკლინიკა MyDoc" წარადგინა, რომელიც ბანკის ინიციატივით უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიქმნა და კომპანია „ტელეკლინიკასთან“ ერთად წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების დახმარებით, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქისგან მოშორებულ სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს.
მობილური კლინიკა საშუალებას იძლევა მოსახლეობას გაეწიოს სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო სერვისები (გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული, სასუნთქი სისტემების შეფასება და შემოწმება) სრულიად ახალი ტექნოლოგიის - ტელემედიცინის მეშვეობით. შედეგების აღრიცხვა მყისიერად ხდება ციფრულ რეჟიმში, შემდგომ დისტანციურად გადაეცემა შესაბამის სპეციალისტებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხარებელი მომდევნო გამოკვლევების ჩასატარებლად, უახლოეს რეგიონულ კლინიკაში გადამისამართდება.
პროექტის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურება პოზიტიური, დაინტერესება კი მუდმივად მზარდია, რამაც განაპირობა საერთაშორისო აღიარება: „ტელეკლინიკა MYDOC“ გაეროს გლობალური შეთანხმების - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკს კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და ლიბერთის ყველა პროექტი სწორედ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული. ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვას და ამ ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება ქვეყნის ყველა რეგიონშია დაგეგმილი.
„საქართველოს გაეროს ასოციაციის და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მოწვეულ დელეგატებს გავაცანით ლიბერთის და კომპანია „ტელეკლინიკის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc”-ის კონცეფცია. ამ პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების გამოყენებით, თანამედროვე - ტელემედიცინის მეთოდით ჩაუტარდეს უფასო პირველადი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია და დაინტერესებაც მუდმივად მზარდია. 2022 წლიდან დღემდე 400-მდე სოფელს ვესტუმრეთ და 5,000-მდე ადამიანს გაეწია უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევა. „ტელეკლინიკა MyDoc”-ის პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის რეგიონების სრულად დაფარვა“. - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ბანკის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...
თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები