0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია - Europcar Georgia უკვე მეორედ World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელია

 

საერთაშორისო დაჯილდოება World travel awards წელს საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაზე ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia World Travel Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გამარჯვება ნომინაციაში „საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია “Europcar Georgia-მ წელსუკვე მეორედ მოიპოვა. 

 

World travel awards მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურისტების შეფასებით გამოვლინდნენ, რომლებმაც თავიანთი კმაყოფილება მომსახურების მიმართ ხმის მიცემით გამოხატეს.

 

ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს დირექტორის მოადგილე: „საკმაოდ რთულია, მიაღწიო წარმატებასა და საერთაშორისო აღიარებას, თუმცა კიდევ უფრო რთულია ამ ყველაფრის შენარჩუნება და განვითარება. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რათაშევინარჩუნოთ ლიდერის სტატუსი ავტოგაქირავების სექტორში და კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ვიზიტორს, რომელთა გადაწყვეტილებითაც ჩვენ უკვე მეორედ გავხდით გამარჯვებულები. გვიხარია, რომ ჩვენი სერვისით მოვიპოვეთ მათი ნდობა და მხარდაჭერა“.

 

Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დღიურ გაქირავებას, ისე საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას. დღეს Europcar Georgia 400-ზე მეტი ავტომობილია წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატებას, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, კომფორტული სერვისი და მუდმივ რეჟიმში მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა განაპირობებს.

 

ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას,World Travel Awards-ს, ბათუმმა უმასპინძლა. ზღვისპირა ქალაქს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-ამდე წარმომადგენელი ესტუმრა. World Travel Awards 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. 

 

--

 

Europcar Georgia "თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...