თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება.
კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს.
კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.
საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 მკვ.მ ფართობი უკავია.
პროექტს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს - საბურთალოს ოთხი ქუჩის - ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უახლოესი მეტროს სადგური, პროექტიდან 150 მეტრში მდებარეობს.
პროექტი გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებითა და ენერგოეფექტურობით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
პროექტის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.
„ჩვენთვის „სიმეტრია ჯიქია“, ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი კიდევ ერთი პროექტია. პროექტის ფუნქციურობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „სიმეტრია ჯიქიას“ უდიდესი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს ამ უბნის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კარგი ცხოვრების, მუშაობისა და თუ დასვენებისათვის. გვიხარია, რომ პროექტ „სიმეტრია ჯიქიას“ განვითარება გვიწევს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „თიბისი ბანკი“ და „კაპიტოლ მენეჯმენტი“. გვჯერა, რომ არსებული რესურსების გაერთიანებით შევქმნით ისეთ ფასეულ აქტივს, რომელიც ყველა ჩართული მხარისათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება“, - უჩა ქართველიშვილი, „სიმეტრიას“ დირექტორი.
„მოხარული ვარ, რომ “სიმეტრიას” და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას, საცხოვრებლად, თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს შესთავაზებს. ჩვენთვის, როგორც 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, - გიორგი დარჩიაშვილი - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
კომპანია „სიმეტრია“ 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში. დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში.
„სიმეტრიას“ მიზანია, საიმედო პარტნიორი გახდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები