თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
5 ივნისს მსოფლიომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით, 3-5 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-ამდე მოხალისე ჩაერთო თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან და ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესკომპანიები, საელჩოები, უცხოელი მოხალისეები. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ოქროს სპონსორებს შორისაა „თეგეტა ჰოლდინგი“, რომლისთვისაც გარემოსდაცვითი აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ მნიშვნელოვანია გარემოზე მზრუნველ პარტნიორებთან ერთად მუშაობა. ამ მიზნით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი „სადაგის“ ინიციატივას - ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას, სადაც თოვლის დნობის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით ნარჩენი ხილული ხდება.
გარემოს დასუფთავების მიმართულებით „სადაგის“ ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, მასში ასობით მოხალისე ერთვება. ყველა გაერთიანდა ერთი მიზნით - დაესუფთავებინათ და ეზრუნათ გარემოზე. „თეგეტა“ მათ გვერდითაა, ვინც გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად იზიარებს“.
დალაგების ყოველწლიური ფესტივალის მიზანი კურორტის დასუფთავება, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით სისუფთავის შენარჩუნება და ბუნებაში დანაგვიანების პრობლემის აღმოფხვრის პოპულარიზაციაა. დასუფთავების შედეგად, ბაკურიანში შეგროვდა 52 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონისა და ხის გისოსები და ასევე ავტომობილისა და სატვირთო ავტომობილის 400-ამდე საბურავი.
მაია მესტუმრე, „სადაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგი“ 2 წელია, არსებობს. თვეში ორჯერ მაინც ვალაგებთ სხვადასხვა ტერიტორიას საქართველოში. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ჩატარებამდე უკვე გვქონდა სამთო-სათხილამურო კურორტის დალაგების გამოცდილება. შევეჭიდეთ ბაკურიანის დალაგების სამდღიან ფესტივალს. შემოგვიერთდა ძალიან ბევრი ადამიანი - ასობით მოხალისე, რომელთა შორის „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებიც იყვნენ. „თეგეტა“ პირველი კომპანია გახლდათ, რომელიც ღონისძიების ოქროს სპონსორობაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და ნელ-ნელა ყველა კურორტს მოვიცავთ“.
ბაკურიანის დალაგების შედეგად შეგროვებულ 400-ამდე საბურავის გატანას „თეგეტა გრინ პლანეტი“ გეგმავს.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველოში არსებობს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნები. ჩვენ მზად ვართ, დასუფთავების შედეგად შეგროვებული 400-ამდე საბურავის გატანა და ჩაბარება უზრუნველვყოთ, რათა ისინი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გადამუშავდეს. როდესაც მეორადი საბურავები გარემოში ხვდება, თავისთავად, საფრთხის შემცველ ნარჩენად გადაიქცევა. საბურავის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება და, ფაქტობრივად, არ იშლება. გარდა ამისა, საბურავი აალებადია, მაღალ ტემპერატურაზე ცეცხლის გაჩენისა და გავრცელების საფრთხეს ქმნის. დაწვის შემთხვევაში აქვს სუნი და გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამიტომ კუსტარულად მისი დაწვა დაუშვებელია, მათი გადამუშავება მხოლოდ შესაბამის საწარმოებში უნდა მოხდეს, რათა გარემო დაბინძურებისგან დავიცვათ“.
ბაკურიანის დალაგების სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში მოხალისეებს საღამოობით შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საინტერესო თემატურ შეხვედრებს. მოზარდებმა სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები მიიღეს გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები