თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
რა ფასი აქვს მოგზაურობას, თუ კონკრეტული ადგილის მონახულებისას იქაურების ცხოვრებას უფრო ახლოს არ გაიცნობ?! პასუხი ყველაზე კარგად ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ დამფუძნებლებმა იციან. ლაშქრობის მოყვარულ მეგობართა ჯგუფს იდეა სწორედ მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრ სოფელს წიგნის მაღაზია არ აქვს, განსაკუთრებით რთული ვითარება მაღალმთიან რეგიონებშია. ასე გადაწყდა, მოზარდები ლიტერატურით მოემარაგებინათ.
მარიამ წერეთელი, ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი: „ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ როდესაც ლაშქრობაში წაღებული წიგნები ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ და საპასუხოდ უზომო მადლიერება მივიღეთ. მას შემდეგ მიზნად დავისახეთ, ბავშვებისათვის წიგნები შეგვეგროვებინა და მათთვის საყვარელი ლიტერატურული გმირების გაცნობა ტრადიციად გვექცია. ასევე გვინდა, მცირე კონტინგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკების თაროებიც შევავსოთ. მოვიარეთ ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, ალვანის სოფლები და პანკისის ხეობა. გვჯერა, რომ ასე სახელდახელოდ დაწყებული საქმე და შარაგზაზე ნაჩუქარი წიგნები სამყაროს დიდი სიკეთით დაუბრუნდება“.
მათთვის სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებთან ერთად, მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე ზურგჩანთებით მაღალმთიანი სოფლების დასალაშქრად დარაზმული სამეგობრო წრე ნელ-ნელა გაიზარდა და თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. მოხალისეობას მასშტაბური და ორგანიზებული სახე მიეცა. დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, წიგნებსაც კონკრეტული ინტერესების შესაბამისად აგროვებენ და კამპანიის „დაუბრუნე წიგნი მთას“ ფარგლებში სხვადასხვა გამოცემა რეგიონებში ჩააქვთ.
ასე დაიგეგმა მოგზაურობა რაჭაში, სადაც „მთიელ წიგნებს“ მეგზურობა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაუწია. რამდენიმე სოფელი ერთად დალაშქრეს და 70-ამდე წიგნი სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცეს.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „განათლების ხელშეწყობა თეგეტასათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას ყველაზე კარგად ის პროექტები ადასტურებს, რასაც არაერთ კარგ ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ. მათ შორის არის „მთიელი წიგნები“. მათთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურეთ. პირველ ეტაპზე რაჭის რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ. ბავშვებს, მათ მიერ მოთხოვნილ წიგნებთან ერთად, ჩვენ მიერ შერჩეული კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სასკოლო წიგნებიც გადავეცით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, ზღაპრებსა თუ სახალისო თავგადასავლებზე“.
ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის გარდა, თეგეტამ „მთიელი წიგნები“ ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care განათავსა. ახლა დონაცია ნებისმიერი მსურველისათვის კიდევ უფრო მარტივია.
„მთიელ წიგნებს“ მალე ერთი წელი შეუსრულდება. ამ მოკლე დროში ორგანიზაციამ, მხარდამჭერებთან ერთად, წიგნებით უკვე 43 სოფლის ბიბლიოთეკა შეავსო და საოცნებო ლიტერატურით 1000-ზე მეტი ბავშვი დაასაჩუქრა. თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა: ზემო აჭარა, გურია და სვანეთის მაღალმთიანი სოფლები.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები