2 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ივნისის ეკონომიკის ზრდის წინასწარმა შეფასებამ 7.2% შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, დაახლოებით 5.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ეკონომიკური აქტივობის წინა პერიოდთან შედარებით შენელება მოსალოდნელი იყო. მაგალითად, მაისის სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი წლის დარჩენილ პერიოდში იმავე დონეზე რომ შენარჩუნებულიყო, მთელი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდა 15.7%-ს შეადგენდა. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ დაფიქსირებული დინამიკა, თიბისი კაპიტალის 12.2%-იან ზრდის სცენართან შედარებით, მაინც უფრო სუსტია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ინდიკატორებთან ერთად, ეს დამატებითი არგუმენტია, რომ შარშანდელის შემდეგ, წელსაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მოლოდინების მიუხედავად, მთლიანობაში ეკონომიკის გადახურება რთული დასასაბუთებელია. ამ საკითხზე, თიბისი კაპიტალის თემატური მიმოხილვა ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

 

გასულ კვირაში ასევე გამოქვეყნდა სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლები. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი გადაცემა ვალუტის ადგილობრივ დეპოზიტებზე არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, ივნისში გარკვეულ შემცირებასაც კი ჰქონდა ადგილი. იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორის უცხოური ვალუტის ლიკვიდობა გაიზარდა და საბანკო სექტორში ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება, რაც ასევე თვალსაჩინოა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებულ სპრედებს შორის განსხვავებაში, სულ მცირე წელს, შესაძლოა ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები საერთოდ არც გაიზარდოს. ამავდროულად, გადაცემა აშკარაა არარეზიდენტების მიერ ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებელში, რომელიც დიდწილად დოლარში გაზრდილი განაკვეთის გამო ივნისში დამატებით შემცირდა.

 

ლარის კურსს რაც შეეხება, ძლიერი წმინდა შემოდინებები თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია, თუმცა თიბისი კაპიტალი საბაზო სცენარში სებ-ის მხრიდან უფრო მეტ ინტერვენციებს და შესაბამისად, ნაკლებ გამყარებას ვარაუდობს. ეს სცენარი თანხვედრაშია ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან და წლის ბოლოსაკენ მის შემცირებასთან.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...