თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
„თეგეტა მოტორსი“ ფრანგულ ბრენდს, MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორც „თეგეტას“ წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.
„თეგეტა მოტორსი“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოში „მოტულის“ დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტასა და MOTUL-ის 14-წლიანი თანამშრომლობა დაფუძნებულია მუდმივი ზრდისა და განვითარების საერთო ხედვაზე. ორმხრივმა ნდობამ კი გააჩინა ჩვენი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და უკვე იანვრიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით. 2024 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე შევალთ სასტარტო რაოდენობით და ვფიქრობთ, 40-50 ტონა პროდუქციას გავყიდით. მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბრენდის გაყიდვებს მაღალ ნიშნულზე ავიყვანთ“.
MOTUL 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო MOTUL სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტადაა აღიარებული და მსოფლიო ბაზარზე ნიშური ბრენდების სიაშია.
დავით ჩხაიძე,
„თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტა აზერბაიჯანში MOTUL-ის მსუბუქი ავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტების სრულ სპექტრს წარმოადგენს. სამომავლოდ კი ბრენდის ინოვაციური მიღწევებიცა და ახალი ეკომეგობრული საცხებ-საპოხი მასალებიც გამოსვლისთანავე მოხვდება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის პორტფელში. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება „თეგეტას“ ფილიალებში, ასევე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით“.
აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა „თეგეტა მოტორსისა“ და MOTUL-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის მხოლოდ პირველი ფაზაა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორისარის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები