1 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სოლიდარობა მელიას, რურუასა და რიონის ხეობის მცველებს - გოგი წულაია წერილს აქვეყნებს

ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია საავადმყოფოდან წერილს ავრცელებს. ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდაჭერას უცხადებს. გარდა ამისა, წულაია რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ რიონის ხეობის მცეველებს სოლიდარობას უცხადებს.

"მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო , მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო, ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად , ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში. მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.

პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსრუვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.

ასევე შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენეზე , ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო "რიონის ხეობის მცველებს" და ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც ერთი რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ შორიდან მაგრამ გულით გიჭერთ მხარს, გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - გოგი წულაია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები