0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - დღეს უკრაინა აქტუალურია ერთი სამწუხარო მოვლენის გამო, ეს არის ომი - ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს და ახლა მეორე ფრონტი რომ გაგვეჩაღებინა, ჩვენც ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით

„სამწუხარო მოცემულობაა, უკრაინელი ხალხის მიმართ აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ, სოლიდარობა ყველა ფორმითაა გამოხატული - ჰუმანიტარული დახმარების ფორმით, პოლიტიკური მხარდაჭერის ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე, კონფრონტაციულ ნაბიჯებს დგამს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ჩვენ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ გვაძლევს. როდესაც, ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ. როცა ისინი პირდაპირ მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებენ და პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ოფიციალურ ფორმატებში ჩავერთოთ. ეს სამწუხარო რეალობაა. ერთია, უკრაინელი ხალხი, მაგრამ მეორეა, უკრაინის ხელისუფლების ქმედებები. გაგრძელდება კომუნიკაცია, თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებით, ერთადერთი იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხისათვის ჩვენი სოლიდარობა სათანადოდ იყოს გამოხატული. უკრაინელი ხალხისთვის რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ. როცა სრულ სისულელეს გაბრალებენ, ადამიანის წამებას, მკვლელობას, როცა თვითონ იყვნენ წლების განმავლობაში მწამებლების შემფარებლები, იქ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობა.

დღეს უკრაინა აქტუალურია ერთი სამწუხარო მოვლენის გამო, ეს არის ომი. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ჩვენც ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და ბუნებრივია, ყურადღება გადატანილია უკრაინისკენ, ასევე მოლდოვისკენ, რადგან მოლდოვაში ძალიან მძიმე ვითარებაა, სულ 2%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და 30%-იანი ინფლაცია, მოლდოვის ნახევარი ისედაც არის პრორუსული განწყობის მქონე და მათ სჭირდებათ მოლდოვის პრეზიდენტის გამაგრება, ანუ ერთ შემთხვევაში არის ომი, მეორე შემთხვევაში არის ხელისუფლების გამაგრების ინტერესი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები