1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შესაძლოა, საქართველოში საერთოდ აიკრძალოს პიტბულის ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება

 

გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენებს

 

„მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი

 

თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა - თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა „აგრესიული ჯიშის“ ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა", - თქვა მან

 

მანვე აღნიშნა, რომ „აგრესიული ჯიშის“ ძაღლების გასეირნება, შესაძლოა, აეკრძალოს 16 წლამდე ადამიანს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები