1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპულთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიები ევროპულის ფასად ყიდიან - კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საწვავის იმპორტის კუთხით რუსეთი ლიდერობს.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 1547 ერთეული შეადგინა, რაც სააგენტოს შეფასებით, ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში 60.88%-ს შეადგენს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%.

სააგენტოს ცნობით, რუსული ნავთობის იმპორტი კომპანიებს ევროპულთან შედარებით უფრო იაფი უჯდებათ.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე.

სააგენტოს თანახმად, საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად. აქედან გამომდინარე, სააგენტო ამბობს, რომ მსხვილი კომპანიები რუსულ საწვავს ევროპულის ფასად ყიდიან. 

 

წყარო: bm.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები