1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ – არახამია

“რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ ” –  ამის შესახებ, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერმა  დავით არახამიამ ვაშინგტონში, მარშალის ფონდის ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. არახამია ამბობს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად “ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, კომპანიებსა და ა.შ.” აქტიურად იყენებს.

“თუ ხარ სანქცირებული რუსი პირი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას”. – თქვა არახამიამ ვაშინგტონში ჩატარებულ გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები