2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილი: საქართველოში ომის მომხრე არავინაა, მზად ვარ, პირადად დავიცვა ომბუდსმენი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში “ომის პარტიაზე“ საუბარი არ შეიძლება, რადგან ქვეყანაში არავინაა ომის მომხრე.

ზურაბიშვილმა ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მზადაა პირადად დაიცვას ომბუდსმენი.

“მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი რაღაც “ომის პარტიაზე” საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, პირველ რიგში, როცა ჩვენ ვამზადებთ იმ კითხვარზე პასუხებს, რომელიც არის ევროკავშირის კითხვარი და არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს. ასევე არ შეიძლება, მეორეს მხრივ ვიღაცეები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ “ომის პარტიაა“ და მას ქვეყანაში ომის გაჩაღება სურს. გარდა ამისა, “ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელია ნინო ლომჯარია, რომელიც საქართველოში ომის გაჩაღების მომხრეა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები