0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამ კვირაში შემოვა Covid -19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, ის უფასოდ დარიგდება”

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია შემოვა. მინისტრის განცხადებით, Pfizer-ის მიერ დამზადებული მედიკამენტი უფასოდ დაურიგდებათ იმ პირებს, რომლებიც კოვიდის დადასტურების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშ არიან. 

“ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის Pfizer-ის მიერ შექმნილი "პაქსლოვიდი", რომელიც ჯერჯერობით სულ აქვს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველა ვინც შეიძლება დამძიმდეს, ყველას მათ დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში და აუცილებელია ამ მედიკამენტების მიღება,”- განაცხადა მინისტრმა. 

დღესვე მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კოვიდ-19-ის რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით მიიღო გადაწყვეტილებები. 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ იქნება სავალდებულო. უქმდება საკვებ ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვები და ა.შ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1,053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები