0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში – ხიდაშელი

„ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲘᲓᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐᲡ ᲔᲛᲮᲠᲝᲑᲐ, ᲛᲔᲪ ᲕᲔᲛᲮᲠᲝᲑᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐᲡ, ᲐᲠ ᲕᲘᲪᲜᲝᲑ ᲐᲠᲪᲔᲠᲗ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲝᲛᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐ ᲝᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲛᲝᲬᲐᲓᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲔᲡᲛᲝᲓᲔᲡ, ᲠᲝᲛ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲛᲐᲠᲪᲮᲘ ᲐᲛ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲐᲠᲪᲮᲡ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲣᲕᲔᲠᲔᲜᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲐᲠᲪᲮᲡ. ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲡ „ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲐ“, ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲡ, ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲛᲐᲠᲪᲮᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲨᲘ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲑᲔᲓᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲘᲐ.

ᲐᲠᲘᲡ ᲮᲝᲚᲛᲔ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲔᲜᲢᲘ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲓ ᲐᲡᲔ ᲮᲓᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲘᲡ ᲑᲔᲓᲘ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ ᲒᲐᲓᲐᲔᲯᲐᲭᲕᲔᲑᲐ ᲮᲝᲚᲛᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ. ᲠᲝᲛ ᲐᲠ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲝ 2008 ᲬᲔᲚᲘ ᲘᲛ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘᲗ, ᲠᲝᲛᲚᲘᲗᲐᲪ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ, ᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲝᲓᲐ 2014 ᲬᲚᲘᲡ ᲧᲘᲠᲘᲛᲘ. ᲓᲦᲔᲡ ᲗᲣ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲠᲐᲛᲔ ᲓᲐᲔᲛᲣᲥᲠᲐ, ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲕᲘᲜ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲪ ᲐᲦᲛᲝᲩᲜᲓᲔᲑᲐ ᲛᲡᲮᲕᲔᲠᲞᲚᲘ. ᲕᲔᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲐᲐᲠᲩᲔᲜᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ, ᲐᲛᲘᲢᲝᲛ ᲩᲕᲔᲜ ᲐᲮᲚᲐ ᲒᲐᲐᲤᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲑᲠᲫᲝᲚᲝᲗ ᲘᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲯᲔᲠ ᲔᲠᲗᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲮᲛᲐ ᲘᲡᲛᲝᲓᲔᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲮᲛᲐ ᲘᲡᲛᲘᲡ. ᲥᲐᲚᲑᲐᲢᲝᲜᲘ ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲖᲣᲠᲐᲑᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲮᲛᲐ ᲘᲡᲔᲕᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲡᲛᲝᲓᲔᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲡ ᲮᲛᲐ ᲘᲡᲛᲘᲡ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲪ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝᲗ ᲗᲐᲜᲐᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ. ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲜᲘᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲒᲖᲐ”

ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები