0 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, მიიღებენ თუ არა „მწვანე პასპორტს“ ის პირები ვისაც ტესტი არ აქვს გაკეთებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტული პირებისთვის ე.წ. მწვანე ბარათის მინიჭებას ეხებოდა, განმარტებას აკეთებს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, „მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატნილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის.

„კოვიდგატანილი იმ პირებისათვის, რომელთა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-ცენტრი) COVID-19- ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში (შემდგომში - მოდული), ტესტირების შედეგების რეგისტრაცია შემდეგი წესით განხორციელდება:

ტესტირების მიმწოდებელ შერჩეულ დაწესებულებებს, ასევე, ცენტრს და სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცეთ უფლება, ამ მუხლი "ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოდულში დაარეგისტრირონ 2021 წლის 1 დეკემბრამდე ჩატარებული იმ ტესტირების (ანტიგენის ან პჯრ მეთოდით) დადებითი შედეგები, რომლებიც არ არის ასახული მოდულში, ან ასახულია შეცდომით; მოდულში რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნული ბენეფიციარები იძებნებიან სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-ჯესი) და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. კერძოდ, ჯესი-ს მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერებით აღნიშნული პირები COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში, და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘-ის ელექტრონული ბაზების მიხედვით, მკურნალობდნენ ბინაზე ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მეთვალყურეობით და ამავე ბაზაში მინიჭებული აქვთ სტატუსი "დასრულებული“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები