0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში მოჭადრაკე გარი კასპაროვი პოლიციელის კბენისთვის დააპატმრეს

ჩამოტვირთვა

რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელი და მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი პოლიციელის დაკბენისთვის დააპატიმრეს. რუსული მედიის ცნობით, კასპაროვმა პოლიციელს მაშინ უკბინა, როდესაც სამართალდამცავი ხამოვნიჩესკის სასამართლოსთან მის დაკავებას ცდილობდა. კასპაროვის დაკავება კი სკანდალური პანკ-ჯგუფის,ფუსი რაიოთის განაჩენთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების პროტესტს მოჰყვა. ოპოზიციონერის წინააღმდეგ რამდენიმე მოწმემ ჩვენება უკვე მისცა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებდა, რომ პოლიციელს ძაღლმა უკბინა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკბენილ პოლიციელს ექიმების დახმარებაც დასჭირდა. კასპაროვი კი თავის მხრივ იმ პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები