0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაიკლ ჯექსონის ცოლები

ჩამოტვირთვა

საკუთარი დიდების ცეცხლში დამწვარი მომრერალი-ასე ახასიათებდა უცხოური მედია მაიკლ ჯექსონს, პედოფილი, საკუთარ კარიერას დამონებული, ეგოისტი, ჭირვეული... ეს ის სიტყვებია, რომელთა ჯექსონის მისამართით გაჟღერება ჟურნალისტებს არასოდეს დაზარებიათ. მისი კომპლექსები და უცნაური ხასიათი საზოგადოებისთვის ისევე კარგადაა ცნობილი როგორც მისი პლასტიკა და ვოკალური მონაცემები... მაიკლ ჯექსონს მთელი მსოფლიო იცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ პოპის მეფისთვის საკუთარი სახელის უკვდავყოფა პირადი ბედნიერების მოპოვებაზე ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში 2 ქალი არსებობდა, ერთმა სიყვარული აჩუქა, მეორემ კი დიდი ხნის ნაოცნებარი შვილები. პირველი ცოლი მაიკლმა 1976 წელს ლას ვეგასში გაიცნო. ლეგენდარული ელვის პრესლის ქალიშვილი ლიზა მარია, პოპის მეფეს თავად ელვისმა წარუდგინა. „შეხედე ძვირფასო როგორი კარგი ბიჭია, როცა გაიზრდები მასთან იმეგობრე, მაიკლს არ ეშინია იყოს სასაცილო, ასეთი მამაკაცები კი ნამდვილად იშვიათობაა“-უთხრა როკ ენ როლის მეფემ საკუთარ ქალიშვილს მაიკლის წარდგენისას. მაიკლისა და ლიზას მომდევნი შეხვედრა 90 წლებში შედგა, ამ დროს მომღერალი უკვე ატარებდა პოპის მეფის სტატუსს. კონცერტის დასრულების შემდეგ ჯექსონს საკუთარ საგრიმიოროში ლამაზი გოგონა დახვდა “მე ლიზა-მარია პრესლი ვარ, გახსოვს მამამ გაგვაცნო ერთმანეთი“-ღიმილით უთხრა პოპის მეფეს როკენროლის მეფის ქალიშვილმა, მშვენიერი ღიმილი ჯექსონის მოსახიბლად საკმარისი აღმოჩნდა და ლიზა-მარია მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. წყვილი უერთმანეთოდ ვერ ძლებდა, ლიზა მარიას ქმარი ჰყავდა, მაგრამ შეყვარებული მაიკლისთვის ეს ფაქტი უმნიშვნელო წვრილმანი იყო. შეყვარებულობის პერიოდში, წყვილი ერთმანეთს კარგად უგებდა, ერთიდაიგივე წიგნები მოსწონდათ, ერთნაირად უყურებდნენ სამყაროს, რის გამოც მათ რომანს მალევე მოჰყვა ქორწინება. აღსანისნავია რომ ლიზა მარია ქმარს მაიკლთან დაქორწინებამდე 3 კვირით ადრე გაეყარა. სიყვარულით შექმნილ ოჯახს პოპის მეფისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ლიზა-მარია არასოდეს იყო სახლში, ის ქმარს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა რაც მაიკლის გაღიზიანებას იწვევდა. ჯექსონი შვილებზე ოცნებობდა ლიზა-მარია კი 30 წლამდე ბავშვის გაჩენაზე უარს ამბობდა. ეს ყველაფერი გახლდათ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების მიზეზი და ქორწინებიდან 18 თვის შემდეგ მაიკლ ჯექსონი ლიზა-მარიას გაეყარა. ოჯახის დანგრევას ქმარს აბრალებდა ლიზა-მარია, ჟურნალისტებთან საუბრისას ლიზამ არაერთხელ განაცხადა, რომ მაიკლი მხოლოდ კარიერაზე ფიქრობდა და ოჯახისთვის დრო არასოდეს რჩებოდა. ლიზასთან განშორების შემდეგ მაიკლის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. ჭორები მის პედოფილობასთან დაკავშირებით, დაუდასტურებელი ბრალდებები, მომღერლის შეურაცხმყოფელი სტატიებით აჭრელებული მედია და გატეხილი სახელი, ამ ფონზე მაიკლის მიერ მეორე ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა. „პოპის მეფე საკუთარი სახელის რეაბილიტაციას, მეოჯახე კაცის სტატუსის მორგებით ცდილობს“-წერდნენ ჟურნალისტები. ყვითელი პრესის ვერსიები განსაკუთრებით დამაჯერებელი გახდა მაიკლის მეორე ცოლის დები როუს ფოტოების გავრცელების შემდეგ. მაიკლ ჯექსონი ლეგენდა იყო, მილიონობით ადამიანის კუმირი, პროფესიით ექთანი დები როუ მას არც გარეგნობით და არც სტატუსით არ შეეფერებოდა. თუმცა ფაქტია რომ სწორედ დები გახლდათ ქალი რომელმაც მაიკლ ჯექსონს დიდი ოცნება აუხდინა და შვილები აჩუქა. მაიკლ ჯოზეფ ჯექსონისა და პერის მაიკლ კეტრინ ჯექსონის დაბადების შემდეგ, პოპის მეფე და მისი ექთანი მეუღლე ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინებამდე 1 წლით ადრე დებიმ ბავშვებზე უარი თქვა და მათი სრულუფლებიანი მეურვე მაიკლი გახდა. ყვითელი პრესას თუ დავუჯერებთ დებიმ პოპის მეფეს საკუთარი შვილები რამდენიმე მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაუთმო. გარდა ამისა განქორწინების შემდეგ დებიმ ყოფილი მეუღლისგან ბევერლი ჰილზზე მდებარე 2 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი და 900 ათასი ამერიკული დოლარიც მიიღო. მაიკლის გულუხვობის მიუხედავად დები როუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ენას კბილი არ დააჭირა და აღიარა რომ პოპის მეფისთვის ის ინკუბატორი იყო და არა ცოლი. მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ მაიკლ ჯექსონი აღარ დაქორწინებულა. ლიზა მარია პრესლი კი ჯერ მსახიობ ნიკოლას ქეიჯს, შემდეგ კი პროდუსერსა და გიტარისტს მაკლს ლოკვუდს გაყვა ცოლად. რაც შეეხება დები როუს ის კალიფორნიაში ცხოვრობს და დღემდე უწევს ყვითელი პრესისა და სხავადსხვა ჭორებისგან თავის დაცვა. მაიკლთან განშორების შემდეგ დები აღარ დაქორწინებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები