0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კაიროში შეტაკებამ 20-მდე ადამიანი შეიწირა

ჩამოტვირთვა

კაიროში თავდაცვის სამინისტროსთან მომხდარი შეტაკების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება მოხდა სამინისტროსთან მყოფ დემონსტრანტებსა და დაუდგენელი პირების ჯგუფს შორის. საპროტესტო აქცია, ეგვიპტეში სამხედრო მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, არმიამ შესაძლოა, 24 მაისს, ანუ გეგმაზე ერთი თვით ადრე ძალაუფლება ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს გადასცეს, თუ მისი ვინაობა არჩევნების პირველივე ტურით გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში 23-24 მაისს იმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები