0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მექსიკელი ქალი ცხრა შვილის გასაჩენად ემზადება

ჩამოტვირთვა

უიშვიათესი შემთხვევა მსოფლიოში… მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კოახუილის შტატის მკვიდრი - კარლა-ვანესა პერესი ცხრა შვილის გასაჩენად ემზადება. მშობიარობა 20 მაისისთვის არის დაგეგმილი. კარლა-ვანესა უშვილობის სამკურნალო კურსს გადიოდა, რომლის ფარგლებშიც მას მულტიგანაყოფიერება ჩაუტარდა. მექსიკელი მუცლით ექვს გოგონას და სამ ბიჭს ატარებს. ამაჟამად კარლა საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მსგავსი შემთხვევა 2009 წელს მოხდა. ამერიკელმა ნადია სულეიმანმა კალიფორნიის შტატში რვა ბავშვი გააჩინა. მას შემდეგ ქალი გამუდმებით პრესის ყურადღების ცენტრშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები