1 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ეს ვეტო არ არის, უბრალოდ, არ შემაქვს წვლილი იმ გადაწყვეტილებაში, რაც არასწორი მგონია.. ჩვენ ვერ დავიწყებთ მათი ევროკავშირში მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს” - ორბანი უკრაინაზე

პუტინისა და ღარიბაშვილის მეგობარი, უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. ის მხარს არ უჭერს უკრაინის შემდეგ ნაბიჯზე გადასვლას და ევროპის ლიდერებთან “შანტაჟის” გზით ცდილობს მის უკან დახევას. 

"კანონის თვალსაზრისით, ეს ვეტო არ არის, უბრალოდ, არ შემაქვს წვლილი იმ გადაწყვეტილებაში, რაც არასწორი მგონია. ევროპის ჩემეული აღქმა ის არის, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ყველა არ არის თანახმა, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. უკრაინა რთულ სიტუაციაშია, ის რუსული აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ გადავწყვიტეთ, მას დავხმარებოდით. ამიტომ, ლეგიტიმურია, რომ მთელი ევროპული საბჭო კარგ სიგნალებს უგზავნის უკრაინას. მე ამის მომხრე ვარ. თუმცა, არსებობს სხვა ტიპის სიგნალები, გარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, ისინი არ არიან მოლაპარაკებებისთვის მზად. მეორე, ჩვენ ევროპელები არ ვართ მზად, რომ ისინი სრულფასოვან წევრებად მივიღოთ. უნგრეთი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა. პარიზში, ბრიუსელსა და ჰააგაში შესაძლოა ერთს ფიქრობდნენ, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება უკრაინაში. უკრაინა ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ეს სასაცილოა. ჩვენ ვერ დავიწყებთ მათი ევროკავშირში მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს. მოსამზადებელია სამუშაოები იმისათვის, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, სწორი და კარგად სტრუქტურირებული გზებით, არ ჩატარებულა. ამიტომ, უკეთესია, თუ მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ. მე გულუბრყვილო არა ვარ" - განმარტა ორბანმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები