2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია - იქ, ჩვენგან განსხვავებით, ეკონომიკის შემცირება - რეცესიაა, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ღარიბაშვილი

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია - იქ, ჩვენგან განსხვავებით, ეკონომიკის შემცირებაა, ჩვენ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქვეყანაში არსებული ინფლაციის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინფლაცია მთელ მსოფლიოში გამოწვევაა.

„ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ეს, პირველ რიგში, პანდემიამ გამოიწვია. მკაცრი „ლოქ-დაუნი“ იყო. ამას დაემატა ეს უბედურება, ომი, რაც უკრაინაშია. გამოქვეყნდა ევროზონის ინფლაცია - საშუალო მაჩვენებელი არის ორნიშნა, თუ არ ვცდები 11%-ია ინფლაცია ევროკავშირში, რომელიც მთავარი ეკონომიკური ბაზარია მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთშიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია, ზოგან 25%-ია. ამას ემატება მთავარი განსხვავება, რაც გვაქვს - იქ, ჩვენგან განსხვავებით ეკონომიკის შემცირება - რეცესიაა. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა

კითხვაზე, ხომ არაა ეკონომიკური ზრდა დროებითი, პრემიერი ამბობს, რომ ეს უკვე მეორე წელია გრძელდება.

„დროებითი შეიძლება იყოს რამდენიმე თვე. უკვე მეორე წელია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შეიძლება ეს „დროებითი“ ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები