0 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უნდა მოხდეს ახალგაზრდების ინგლისურენოვან გიდებად გადამზადება. მზად ვარ, სრულიად უსასყიდლოდ მოვამზადო ბავშვები ინგლისურ ენაში - ოზურგეთის დეპუტატი ენმ-დან ახალ პროექტს იწყებს

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ახალი პროექტის შესახებ წერს, რომელიც ერთის მხრივ, გურიაში, ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად და მეორეს მხრივ, ტურიზმის განვითარებას. დეპუტატი აღნიშნავს, რომ რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში, კატასტროფულად არის გაზრდილი ახალგაზრდების გადინება, ხელისუფლება კი ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. 

 ნიკოლაშვილი  წერს, რომ ვინაიდან ის დეპუტატის საქმიანობის პარალელურად, ბავშვებს ინგლისურ ენაშიც ამზადებდა,  მზად არის,  პროექტის ფარგლებში,  სრულიად უსასყიდლოდ მოამზადოს ბავშვები. დეპუტატი ამბობს, რომ ინიციატივის შესახებ  მან კონსულტაცია მესამე პრეზიდენტთან უკრაინაში, წლების წინ გაიარა და ფიქრობს, რომ დროა, პროექტი განხორციელდეს.

" აქ ცოტა დიდი მასშტაბის პროექტზე ვსაუბრობ, რომელსაც მჯერა მოვა მალე დრო და აუცილებლად განვახორციელებთ, მაგრამ ახლა, დასაწყისისთვის ერთი პატარა იდეა მაქვს მეგობრებო

 როგორც იცით, ჩემი საქმიანობის პარალელურად ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში... გამიჩნდა სურვილი გავაკეთო ცალკე ჯგუფი ან ჯგუფები ბავშვებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა კერძო მასწავლებელთან მოემზადნონ და აქვთ სურვილი ინგლისურის სწავლის ვისაც გყავთ ან გეგულებათ სკოლაში, მეზობლად ასეთი ბავშვები გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა მათ მშობლებს და დამაკონტაქტოთ მეცადინეობები ჩატარდება ქალაქის ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ვისაც შეგიძლიათ ერთმა ადამიანმა დამეხმაროთ და გაუწიოთ ორგანიზება ამ ბავშვების შეგროვებას - ინფორმაცია მომწერეთ პირადში P.S. ალბათ წესით ახსნასაც არ საჭიროებს, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილია ეს იდეა"-წერს თათია ნიკოლაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები