2 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა–დაგვიანებული მიმართვა

პუტინის დაგვიანებული მიმართვა დღეს თბილისის დროით დილის 10 საათზე დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდება.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.

 

პუტინის ტელემიმართვა გუშინ საღამოს 20 საათისთვის იყო დაანონსებული, თუმცა დათქმულ დროს არ დაიწყო. გვიან ღამით პროკრემლისტურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიმართვა უკვე ჩაწერილია და დილით გავრცელდებოდა.

“დაწექით დასაძინებლად“–დაწერა ტელეგრამ არხზე რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.

დღეს გავრცელებულ მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

„ვსაუბრობთ უცილებელ, გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე“ – თქვა პუტინმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები