1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000 ლარს მიიღებენ

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები - ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ამ დიდმა ტრაგედიამ ყველას დაგვწყვიტა გული. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში მათ ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, ჯანდაცვის სამინისტრო გამონაკლისის სახით ასევე გამოყოფს ექიმებისთვის 100 000 ლარს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები