ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
“მთავარის არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც გუშინ საღამოს ექიმ ლევან რატიანთან ინტერვიუ ჩაწერა, სოციალურ ქსელში, წერს:
“მეგობრებო, მე არც ვირუსოლოგი ვარ, არც ექიმი და არც ბიოლოგი. ლევან რატიანთან ინტერვიუში დავსვი ყველა შეკითხვა, რაც მაინტერესბდა მეც და, ვიმედოვნებ, საზოგადოებასაც. მგონია, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ბევრი რამ ახალი გავიგეთ კორონა ვირუსზეც და ბატონ რატიანზეც.
ლევან რატიანმა შეცდომები დაუშვაო, მწერენ. რამდენიმეს მეც მივხვდი და ჩავეკითხე, მაგრამ ეთერში ლიკბეზით ვერც და არც დავკავდებოდი მედიცინის პროფესორის მედიცინაში-ბიოლოგიაში გასანათლებლად. ბევრი საკითხი ჩემი ცოდნის მიღმა იყო და მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ დავადგენ, შეცდომა იქნა დაშვებული თუ არა.
ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი ინტერვიუს შემდეგ, საზოგადოება უფრო მყარად და მკაფიოდ პოზიციონირებს ჩემი რესპოდენტის და ინტერვიუს თემის მიმართაც. რა მიმართულებით წავიდა ეს პოზიციონირება, ჩემი “ბრალი” და არც ამოცანა არ ყოფილა/არის.
აქვე ვაქვეყნებ ჩემთვის მოწერილ მითითებებს, რესპოდენტის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე. ჩემი აზრით, ყურადსაღებია და თუ ბატონი Levani Ratiani ჩათვლის საჭიროდ პასუხის გაცემას, ეთერს ისევ დავუთმობ. ისე, რატიანის არაანონიმურ კრიტიკამდე ჩვენი ექიმები ჯერ ვერ მივიდნენ, გულში აგინებენ და მე მწერენ, პასუხი როგორ ვერ გავეცი…
🛑 ვირუსებს არაერთხელ უწოდა “უჯრედები”. ეს ისეთი უხეში შეცდომაა ბიომედიცინაში, მაგალითად, ასტრონომიაში პლანეტებს ვარსკვლავები რომ ვუწოდოთ. ვირუსი არაუჯრედული (სუბუჯრედული) წარმონაქმნია და ნებისმიერ უჯრედზე გაცილებით პატარა და მარტივია. უჯრედი ცოცხალია, ვირუსი – არაცოცხალი (რამდენადაც საკვირველი არ უნდა გეჩვენოს). ვირუსი უჯრედის “შიგნით” მრავლდება.
🛑 ეოზინოპენია ლიმფოპენიასთან პარალელურად უკვე თებერვლიდან არის ცნობილი და ის არანაირად არ წარმოადგენს “ქართულ” ფენომენს. თებერვალში ამაზე უკვე გამოქვეყნებული ქონდათ არაერთი სტატია ჩინელებს.
🛑 კორონავირუსს მაღალი მუტაციის უნარი არ გააჩნია და სრულიად არარელევანტური იყო მუტაციის დასახელება სამკურნალო პრეპარატის არქონის მიზეზად. ესეც ძალიან უხეში შეცდომაა.
🛑 გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო მაღალი მუტაციით ხასიათდება, ვიდრე კორონავირუსი. ამიტომ უხეში შეცდომა იყო დაშვებული ღორის გრიპის ვირუსის უფრო ნაკლებად მუტირებად ვირუსად დასახელება.
🛑 ჰიდროქსიქლოროქინის და აზიტრომიცინის კომბინაციაზე ძალიან ბევრი კრიტიკაა და ისევ ამ კომბინაციის წარმოჩენა როგორც წამყვანი მკურნალობა, არ არის სწორი.
🛑 კორონავირუსი რნმ ვირუსია და არა დნმ ვირუსი (თქვენს საუბარში გაჟღერდა, რომ დნმ ვირუსიაო).
🛑 PCR ტესტებზე სრული აბრაკადაბრა იყო
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები