1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დააჯარიმეს თუ არა სამი შვილის დედა თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით - რა მოხდა სინამდვილეში?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობისთვის ქალბატონი 500 ლარით დააჯარიმეს, სიცრუე აღმოჩნდა. 

როგორც შსს-ში განმარტეს, თვითმკვლელობის ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა  სამინისტრომ სამი შვილის დედის წინააღმდეგ საქმე 115-ე ,ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრა .

აღსანიშნავია, რომ დღეს, სამი შვილის დედამ , ანა ტყეშელეაშვილმა თვითმკვლელობა მართლაც  სცადა.  ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე ყველგან უარი უთხრეს.

როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ. უკიდურესად გაჭირვებული ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა. მანამდე კი მან საკუთარი პრობლემის შესახებ „ფეისბუქ–ლაივში“ ისაუბრა.

მისი დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს. ამ დროისათვის ტყეშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები