1 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვის ბრალია. სწორედ ამ შინაარსს ატარებს „თეგეტა მოტორსის“ ზამთრის საკომუნიკაციო გზავნილიც - „არ მოატყუო ზამთარი“ და მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ზამთარში უსაფრთხოებასა და ავტომობილის გამართვას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საბურავების სეზონური ცვლილებაა. საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩანაცვლდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი სეზონის საბურავებით გადაადგილება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საბურავის შერჩევისას - ამ თემაზე ვრცლად „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი კახა გვასალია გვესაუბრება.

რა საფრთხეს ქმნის ზამთარში არასეზონური საბურავებით გადაადგილება?

გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები - ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია არასეზონური საბურავების ზამთრის საბურავებით ჩასანაცვლებლად.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს გასული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის თვისებებს  კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება.

 

როგორ შევარჩიოთ სწორად ზამთრის საბურავები?

 

საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, როგორ კლიმატურ პირობებში უწევს მძღოლს გადაადგილება და იმის შესაბამისად უნდა შეირჩეს რამდენიმე ტიპის ზამთრის საბურავიდან რომელიმე. ნაწილი გათვლილია ზამთარში ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად, მეორე ნაწილი - მკაცრი ზამთრის პირობებისთვის, როცა გზის საფარი დაფარულია თოვლითა და ყინულით. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, თვეში ერთხელ შემოწმდეს საბურავების წნევა, რადგან ეს არის სწორად ცვეთის პირველი ინდიკატორი.

 

არსებობს მითი, რომ MS აბრევიატურა ყველა სეზონის ტიპის საბურავის მანიშნებელია, სინამდვილეში როგორ იშიფრება ეს სიმბოლო?

 

MS იშიფრება, როგორც ტალახი (Mud) და თოვლი (Snow) და არ არის სეზონურობის მაჩვენებელი. ეს აწერია ზამთრის საბურავს და, ამავდროულად, შეიძლება, ეწეროს როგორც ყველა სეზონის, ისე - ზაფხულის საბურავებს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, მასზე დატანილი უნდა იყოს All Season წარწერა ან ოთხივე სეზონის აღმნიშვნელი მარკირება.

 

საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ყველა სეზონის საბურავები. რატომ არ არის უსაფრთხო ზამთარში ამ ტიპის საბურავებით გადაადგილება?

 

ყველა სეზონის ტიპის საბურავები შეიძლება გამოვიყენოთ ზაფხულშიც და ზამთარშიც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი განკუთვნილია ქალაქის პირობებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გზის საფარი მშრალია. სხვა შემთხვევაში აუცილებელია ზამთრის საბურავების გამოყენება, რათა ავტომობილს თოვლსა და ყინულზე გადაადგილებისას არ შეექმნას უსაფრთხოების პრობლემა და შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, ზამთრის სეზონზე სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს ე. წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება.

მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა.

 

რომელ ბრენდებსა და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი“ ამ მიმართულებით?

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს ვთავაზობთ ზამთრის საბურავების ფართო არჩევანს. პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილია Michelin-ის, Bridgestone-ისა და Continental-ის ბრენდები.  გარდა ამისა, გვაქვს არჩევანი საშუალო და ბიუჯეტურ ბრენდებში.

ჩვენთან მოქმედი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს  თეგეტას ბარათზე, ყველა შენაძენზე ერიცხება ქულები. 15, 16 და 17 ნოემბერს კი ნებისმიერი ბრენდის საბურავების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ისარგებლებს გაორმაგებული ქულების აქციით, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ დაგროვებული ქულებით გააკეთონ სხვა შენაძენი და დაზოგონ ბიუჯეტი. 

„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია, ხოლო პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია. მომხმარებელი უსასრულო გარანტიით ისარგებლებს BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH ყიდვისას. „თეგეტა მოტორსში“ საბურავების შეძენა როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ შოპზეა შესაძლებელი და მათ ჩვენი კვალიფიციური მექანიკოსები უსასყიდლოდ შეგიცვლიან.

 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები