1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარკეთილში გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რომელიც 9 თვეში დასრულდება

დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების განმავლობაში მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლებაა. გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაც გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში  განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება. ამ პერიოდში, ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. მიკროავტობუსების მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე - თქვა კახა კალაძემ სხდომაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები