თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
COVID -19 ის რეჟიმში, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დაეხმაროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ბატონი მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით დახმარების აქცია 5 რეგიონსა და 10 მუნიციპალიტეტს მოიცავს. კონფლიქტისაგან დაზარალებული 2174 ოჯახი მიიღებს დახმარებას. დახმარებას ასევე მიიღებენ 800-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
დახმარების პაკეტების დარიგება 25 დეკემბერს დაიწყო სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისადა რაჭის კონფლიქტით დაზარალებულ 116 სოფელში. პირველი აქტივობა ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის შენობასთან, 14:00 საათზე შედგა, სადაც საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული ყუთების გადაცემას „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია დაესწრნენ; ასევე 14:00 საათზე გორში, მუნიციპალიტეტის შენობასთან დახმარების პაკეტების დარიგება „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის, აზერ მამადოვის და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის მონაწილეობით შედგა. ამავე დღეს დარიგდა იმერეთის, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის ბენეფიციარების საჩუქრებიც.
საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ 3000 ოჯახს გადაეცემა. დასარიგებელი სურსათის ღირებულება 279,570 ლარს შეადგენს. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან არის შეთანხმებული.
ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCovფონდში 200 000 ლარი გადარიცხა. მარტში კი, Covid-19 -ის პირველი ტალღის პერიოდში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით 2000 ოჯახს 200 000 ლარის ღირებულების პროდუქტი გადასცა.
გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. პანდემიის გამო, არც ერთი მათგანი სამსახურიდან განთავისუფლებული არ ყოფილა, მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები