თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
· Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში „მენტალ ჰაბი“ უფასო ფსიქოთერაპიის კურსები კოვიდ ცენტრებში დასაქმებული ექიმებისთვის, ექთნებისთვის და სანიტრებისთვის 6 თვეა მიმდინარეობს. არსებული მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ცენტრში ამ მიმართულებისთვის თერაპევტების კიდევ უფრო დიდი დროითი რესურსი გამოიყო.
„გასულმა თვეებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება დიდია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. ბოლო 2 თვეში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები და კოვიდ ცენტრებში არსებული სტრესული რეალობა პირდაპირ აისახა ჩვენთან მომართვიანობის ზრდის დინამიკაზე.
აღნიშნული პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ვირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს. იქედან გამომდინარე, რომ ბუნდოვანია კიდევ რამდენ ხანს გასტანს პანდემია, აუცილებელია ვიზრუნოთ პირველ ხაზზე მებრძოლი ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე . ამ მიზნების მიღწევას ვცდილობთ ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიით, ფსიქოკონსულტირებით და ფსიქოგანათლებით. მენტალ ჰაბის მულტიპროფილური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და ჯანდაცვის მენეჯერებისაგან, მზად არის იმუშაოს დისტანციურადაც.“-აცხადებს „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი და დირექტორი აკაკი ბურკაძე.
6 თვის განმავლობაში ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებით 20-მდე ექიმმა ისარგებლა. დამატებითი რესურსი „ექიმების მხარდაჭერის“ პროგრამაში 100-მდე ექიმის ჩართვის საშუალებას იძლევა.
ექიმების მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.
„მენტალ ჰაბთან“ პარტნიორობა ჩვენთვის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. რომელიც თავის მხრივ სამ მიამრთულებას პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ფსიქოთერაპიის უფასო კურსები ლუდომანებისთვის ჩვენი დაფინანსებით თითქმის 1 წელია შეუფერხებლად მიმდინარეობს. როცა პროექტში მენტალ ჰაბის სახით ახალ პარტნიორს ვამატებდით, ნათლად დავინახეთ, რომ პანდემიის პარალელურად სამედიცინო პერსონალისთვის ასეთი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნებოდა. მომართვიანობის გაზრდის შემთხვევაში მზად ვართ კიდევ გამოვყოთ დამატებითი ფინანსური რესურსი ამისთვის, იმ დრომდე სანამ ამის საჭიროება იქნება.“ ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.
„მენტალ ჰაბში“ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის უფასო კურსის გასავლელად, მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911.
---
„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.
რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები