0 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ახალი, უპრეცედენტო შეთავაზება იურიდიულ პირებს

4 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი იურიდიულ პირებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებზე უპრეცედენტო, სრულიად ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. 

აღნიშნული სერვისი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სამთავრობო აუქციონში და დროის რეალურ რეჟიმში უყუროს მიმდინარე გარიგების სტატუსს. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ციფრული მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი ასევე შეძლებს გადაამოწმოს პორტფელის მოცულობა, მისთვის სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს გარიგებებზე ინფორმაცია  და  დაათვალიეროს პორტფელის დინამიკა, როგორც ფულადი სახსრების, ასევე ფასიანი ქაღალდების კუთხით. 

„როგორც საქართველოს ბაზარზე ერთადერთი ქასთოდიანი ბანკი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, რაც მოიცავს: ფასიანი ქაღალდების შენახვას და ანგარიშსწორებას, კორპორაციული ქმედებების მართვას და მათგან მიღებული შემოსავლების აღრიცხვას. ასევე, სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ რეპორტინგს. საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს ისეთი ინსტრუმენტების შენახვას როგორიცაა ობლიგაცია, აქცია, თამასუქი, სადეპოზიტო სერტიფიკატი და ფონდი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული სერვისების მიღება ჩვენს მომხმარებელს უკვე სრულად ციფრულად შეუძლია“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ქასთოდიანი ბანკი, მომხმარებელს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას უკვე 10 წელია სთავაზობს. ბანკი აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და ყოველწლიურად ნერგავს ინოვაციურ პროდუქტებს და ახალ შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სერვისის მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 8 წლის მანძილზე, 2012 წლიდან მოყოლებული, ბანკი ყოველ წელს იღებს Global Finance-ის ჯილდოს-World’s Best Sub-Custodian Bank, როგორც საქართველოში საუკეთესო ქასთოდიანი  ბანკი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f7599c082dc63b8893e975f

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...