1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში “ერისიონის” სოლო კონცერტი გაიმართება

დღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ თბილისის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს.
გრანდიოზული ორგანყოფილებიანი შოუ-პროგრამა საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და ორი საათი გაგრძელდება.
შოუ-პროგრამაზე წარმოდგენილი იქნება სამხატვრო ხელმძღვანელის, შერმანდი ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის ეკა ჭკუასელის მიერ დადგმული ახალი მისიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ასევე პროგრამაში შენარჩუნებულია ის ძველი დადგმები, რომლებიც მაყურებლებს დღემდე ახსოვს.აღსანიშნავია, რომ პროგრამას, რომელსაც ქართველი მაყურებელი 28 ნოემბერს ნახავს ცოტა ხნის წინ ჩინეთში 600-მა მილიონმა მაყურებელმა იხილა.მნიშვნელოვანია, რომ „ერისიონის“ მსახიობები სცენაზე განახლებული კოსტიუმებით წარსდგებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები