1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ახალ პროდუქტი - განაწილება

თიბისი მომხმარებლებს ახალ, ინოვაციურ სერვის განაწილებას სთავაზობს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL- Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). თიბისის განაწილებით შეგიძლია ყიდვა ახლა, გადახდა - მოგვიანებით.

განაწილება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ნივთი დღეს, და ღირებულება გადაიხადონ 4 თვის მანძილზე ყოველგვარი საპროცენტო გადასახადებისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

რატომ თიბისი განაწილება და რა არის მისი უპირატესობები:

  • ეფექტური 0 % ( არ მოიცავს არანაირ დამატებით საკომისიოს) - იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს პროდუქტი;
  • წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი;
  • ავტომატიზირებული პროცესი;

 

როგორ გამოვიყენოთ თიბისი განაწილება:

  • თიბისი განაწილებით სარგებლობა მაღაზიაში, პოს ტერმინალზე გამოსახული QR- კოდის დასკანერებითაა შესაძლებელი;
  • კოდის დასკანერებისთვის მომხარებელი უნდა შევიდეს ციფრულ ბანკში;
  • QR-ის დასკანერების შემდეგ, გამოჩნდება განაწილების ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი;
  • განაწილების პირობების გაცნობისა და ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ, სასურველი პროდუქტი უკვე შენია;
  • ამ ეტაპზე პროდუქტით სარგებლობა შეუძლია 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს,  ვისაც წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი აქვთ.

„თიბისი უკვე 30 წელია  ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე. ახალი პროდუქტი - განაწილება სრულ თანხვედრაშია ამ მიზანთან და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლებზე.  მისი მეშვეობით შესაძლებელია, შეიძინო ნივთი აქ და ახლა და გადაიხადო საფასური განაწილებით. არსებული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეუძლიათ. ჩვენი პარტნიორი მაღაზიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს თიბისის მომხმარებლების ყოველდღიურობა,“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

30 წლის მანძილზე თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება. თიბისისთვის მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივება პრიორიტეტული საკითხია და სწორედ  ამ მიზნით შეიქმნა ახალი პროდუქტი განაწილება, რომელიც კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...