2 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

აგვისტოს საგარეო სექტორის დინამიკა კვლავ ძლიერია, როგორც სავალუტო შემოდინებების, ასევე იმპორტის კუთხით. ამასთან, ივლისთან შედარებით, წმინდა ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების შეფასებული ბალანსი შედარებით გაუარესდა, თუმცა ისტორიული, პანდემიამდელი პერსპექტივიდან გამომდინარეც კი, ეს მაჩვეენებლი მაინც დადებით ტენდენციას ასახავს. ამ მხრივ, მომდევნო პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება სეზონური ფაქტორების ზეგავლენა, თუმცა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სულ მცირე არაა აუცილებელი ამას ლარის გაუფასურება მოჰყვეს, რადგანაც თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის კურსის სეზონური მერყეობა მის ფასში უკვე დიდწილად მაინც ასახულია. საამისო ინდიკატორი საბანკო სექტორში დაგროვილი ვალუტის ჭარბი ლიკვიდობაა, როგორც მიგრანტების დეპოზიტების ჩათვლით, ასევე მათი გამორიცხვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სავალუტო სახსრების თუნდაც მცირე ნაწილის სავალუტო ბაზარზე სხვადასხვა გზით მიწოდება, რაც სავსებით ლოგიკური სცენარია, ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

 

გასულ კვირას მე-2 კვარტლის ხელფასების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. წლიურმა ზრდამ ნომინალურ და რეალურ გამოხატულებაში 16.1% და 2.7% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ტენდენციასთან საკმაოდ შესადარია. ამასთან, მეორე კვარტალში ერთ სულზე მშპ-ის შედარებით უფრო ნაკლები ზრდის გამო, პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავისთავად, ეს ინფლაციაზე ზეწოლის მნიშვნელოვანი არგუმენტია, თუმცა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ისტორიულ დინამიკაზე დაყრდნობით და ზოგადად ინსტიტუციურადაც, თავისმხრივ ინფლაცია ხელფასების მატების ერთ-ერთი ძირითადი ან ხშირად მთავარი ფაქტორია. ამდენად, ასევე თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ინფლაციის მოსალოდნელ შემდგომ შემცირებასთან ერთად, ხელფასებისა და პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯებიც დანორმალიზდება.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...