„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. 500 Global-ში მონაწილეობის მისაღებად 30 ქვეყნიდან 239 განაცხადი შემოვიდა.
500 Global-ის მთავარი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამა რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, რომელიც წელს, უკვე მესამედ გაიმართება.
საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4 წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება ერთი თვის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპერებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ.
გამარჯვებულები განაცხადების გადარჩევის შედეგად გამოვლინდებიან. პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და ის მოიცავს როგორც სატელეფონო, ისე ფიზიკურ ინტერვიუებს სტარტაპებთან. ინტენსიური გადამზადების კურსში მხოლოდ 15 სტარტაპი მოხვდება, რომლებიც მსოფლიო დონის მენტორებთან აქსელერაციის პროცესს გაივლიან. შემდეგ კი სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, სადაც ისინი შეძლებენ შეხვდნენ ინვესტორებს და მოიზიდონ გლობალური ინვესტიციები.
„მოხარული ვართ, რომ აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოსისტემისთვის. 500Georgia – ეს არის პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა სტარტაპს, მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იდეები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი შეძლებენ გლობალური ბაზრის ათვისებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლების პერიოდში 500Georgia-მ საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა, 30-მდე ქართულ და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ჩაატარა. ოთხი მათგანი - CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs - პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველზე გაემგზავრა. ამან კი სტარტაპებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500Georgia-მ ასევე შეუწყო ხელი ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზარზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები