1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ კომპანია „ლიდერმა“ წარმოება გაზარდა

2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმა კომპანიამ, სამკერვალო „ლიდერმა“ ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა,  ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა. კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოების პროექტში მოპოვებულ წარმატებაზე „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიამბობს:

„კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა  ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.  

თავდაპირველად გადავამზადეთ 7 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენსავე საწარმოშივე დავასაქმეთ. ჭრა-კერვის გარდა, ამ ქალებს ვასწავლეთ ყველაფერი, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ამით, ერთი მხრივ, ეს ქალები გავაძლიერეთ, მეორე მხრივ კი შევქმენით კვალიფიციური კადრები ჩვენივე ბიზნესისთვის. ამ მიმართულებისთვის არც შემდეგ გადაგვიხვევია.

დღემდე გადამზადებული გვყავს 416 ქალი, ამათგან 45% უკვე დასაქმდა -  ნაწილი ჩვენთან, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.

ჩვენს საწარმოში მუდმივად ვამზადებთ 30 ქალს. ეს უწყვეტი პროცესია. ამ სოციალურმა აქტივობებით „ლიდერი“ ძალიან  კარგად პოზიციონირდა ბაზარზე - ჩვენით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კომერციულ ორგანიზაციებთან. ამასთანავე, გაიზარდა კორპორაციული კლიენტების რაოდენობაც.

ასე გავხდით ისეთი დიდი კომპანიების პარტნიორები, როგორიცაა „თეგეტა“ და „ვისოლი“.

პარალელურად სულ ვმუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმოების, არამედ 35 სხვა საწარმოს ნარჩენებსაც გადაამუშავებს და მისგან ახალ პროდუქციას ქმნის. გასული წლის განმავლობაში 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და ამჯერად კიდეც გავიმარჯვეთ. ჯილდო მოგვენიჭა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. ეს იყო პირველ რიგში უდიდესი აღიარება და დიდი მოტივაცია, რადგან ერთია, შენი სურვილით, ენთუზიაზმით რომ აკეთებ რაღაცას და  მეორეა, როცა ვიღაც ამჩნევს და აღიარებს ამ შრომას. ეს გამარჯვება უდიდესი მოტივაცია იყო მთელი გუნდისთვის.

გარდა მოტივაციისა, ამ ჯილდომ ფინანსური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდი წარმატება მოგვიტანა: გავზარდეთ წარმოება, დამატებით დავასაქმეთ 17 ადამიანი, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზარი - თუ მანამდე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 30% გადიოდა საზღვარგარეთ, ახლა ექსპორტმა 75%-ს გადააჭარბა.  ამ ჯილდოს აღება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა რეპუტაციულადაც, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებზე.

„თიბისი ბიზნესისთვის“ დიდი ხანია იქცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვგრძნობთ, რომ გვერდით გვყავს ძალიან დიდი და საიმედო კომპანია, რომელიც ბიზნესს ზრდის და ეხმარება განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ბიძგია ბიზნესისთვის ზოგადად და მცირე ბიზნესისთვის  განსაკუთრებით.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...