1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

UK Fintech week-ზე თიბისის API გუნდის წევრი დავით კიკვიძე სიტყვით გამოვიდა

ლიდერმა ფინანსურმა ინოვატორმა ინგლისმა წელს რიგით მეცხრედ ფინტექ კვირეულს უმასპინძლა. თიბისის API გუნდის წევრი დავით კიკვიძე  IFGS 2023-ზე ისეთ სპიკერებს შეუერთდა, რომლებიც  საერთაშორისო ფინანსური სერვისებსა და ფინტექ ეკოსისტემებს ქმნიან და ავითარებენ.

წელს დისკუსიების აქცენტები ძირითადად გლობალური ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებას დაეთმო. ფინტექ სერვისები გზას უხსნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობას და ფინანსურ სისტემას, სწორედ ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით შეირჩნენ წლევანდელი სპიკერებიც, რომელთა შორის Starling Bank-ის დამფუძნებელი ანი ბოდინი, Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაინ არმსტრონგი და Clear Bank-ის დირექტორი ჩარლს მაკმანუსი იყვნენ.

UK Fintech Week არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ღონისძიება ფინტექის სფეროში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თავს იყრიან წამყვანი კომპანიები, აზიარებენ საკუთარ მიღწევებს და ინოვაციებს, რითიც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, კავშირებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. თითოეული კომპანიისთვის ამ ღონისძიებაზე გამოჩენა, ნიშნავს მისი ცნობადობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

„ჩემი სიტყვით გამოსვლის მიზანი საქართველოს ეკოსისტემის მსოფლიო ფინტექ საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად ვითარდება ფინტექის მიმართულებით, დღეს უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, სარეგულაციო გარემოც და ფინანსური სტაბილურობაც, რომ უმსხვილესი ფინტექ კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით.“- დავით კიკვიძე.

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. თიბისის API გუნდის წევრმა დავით კიკვიძემ ლონდონში საერთაშორისო ბაზარს თიბისი გააცნო როგორც  წამყვანი ტექნოლოგიურ კომპანიას რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ფინტექ სფეროს განვითარებში. თიბისის გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში, UK Fintech Week- ზე თიბისის გუნდის წევრის დასწრებაც ამ მიზანს ემსახურებოდა:

„ფინტექ კვირეულმა შეგვძინა ახლებური ხედვა, რადგან მსოფლიოს ფინანსური სისტემა, მათ შორის ბანკინგი, ტრანსფორმაციას განიცდის. სრულიად ახალ ბიზნეს მოდელებზე ხდება გადაწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თიბისიმ ამ პროცესებს არ ჩამორჩეს. მაქსიმალურად ვეცადე მეტი სიახლე და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ ჩამომეტანა ინფორმაცია, რომელიც ბანკისთვის ღირებულია“- დავით კიკვიძე

თიბისის წარმომადგენელს ამ ღონისძიებაზე სპიკერის რანგში გამოსვლის შესაძლებლობა ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით მიეცა. UK Fintech week - ის მთავარი აქცენტი ბანკების და ფინტექის თანამშრომლობა იყო, რადგან საბანკო სერვისების დისტრიბუციის მომხმარებლამდე სრულად ფინტექ კომპანიები შეითავსებენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...