2 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თურქეთის ბაზრის გახსნამ PSP-ს საშუალება მისცა ევროპელ მომწოდებლებისგან მედიკამენტების შემოსატანი ფასების გაიაფების შეთანხმებისთვის მიეღწია

 

2022 წლის თებერვალში 188-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია/შემოტანის პროცესი გამარტივდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, თურქეთის რიგმა მწარმოებლებმა, მოწოდებული მედიკამენტების ფასები 55%-ით შეამცირეს. ასევე, ევროპელმა მწარმოებლებმა გადახედეს საქართველოსთვის მოწოდებულ ფასებს და შეამცირეს ან გაუთანაბრეს მათივე წარმოების თურქეთიდან იმპორტის ფასს. შესაბამისად, მყისიერად აისახა PSP-ს ქსელში მათ ფასებზე; ამ მედიკამენტების ფასები თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების ფასს გაუტოლდა ან უფრო გაიაფდა. ამ ქარხნების რიგ მედიკამენტებზე ფასები 58%-ით შემცირდა (ქსარელტო, ფორქსიგა, პლავიქსი და სხვ.).

ევროპელი მწარმოებლისგან მედიკამენტების მოწოდებას ხარისხისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე უპირატესობა აქვს:

-          მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომელც სრულად კონტროლდება და მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი ეს მედიკამენტები გაყიდვაში არ ხვდება, მწარმოებელთან შეთანხმების საფუძველზე;

-          მწარმოებელთან ერთად დაგეგმილი მუშაობა საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დეფიციტები არ შეიქმნას და ეს მედიკამენტები უწყვეტად იყოს ქსელში;

სწორედ ამიტომ PSP უშუალოდ მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით აღწევს შეთანხმებას და შესაბამისად აიაფებს ევროპული ქარხნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ფასებს.

„PSP ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობs უცხოელ მწარმოებლებთან ფასების შემცირების მიზნით. PSP-ს სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით, 307 აფთიაქით, ყველა რეგიონის მომხმარებელს მედიკამენტების და ასორტიმენტის უდედეს არჩევანს სთავაზობს. ამასთან, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე ფასების ცვლილებაზე მოლაპარაკება მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს და მომავალშიც სიახლეებს კვლავ ვაცნობებთ საზოგადოებას“- აცხადებენ PSP-ში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...