0 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Nexia TA-მ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გამართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-სთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ბუღალტრული, საგადასახადო მომსახურების დაფინანსება და განსაკუთრებული პირობის შეთავაზება.

 

„ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. SME სექტორის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით Nexia TA კომპანიებს სთავაზობს საერთაშორისო დონის სერვისებზე წვდომასა და ბუღალტრულ მომსახურებას, მათზე მორგებული ბიუჯეტით. პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებისა და დიჯიტალიზაციის ხარჯზე, კომპანიის მენეჯერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მუდმივად ჰქონდეთ წვდომა კომპანიის ფინანსურ მონაცემებთან. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ ის საჭირო პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პარტნიორ კომპანიებს უქმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისა და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - განაცხადა Nexia TA-ის მმართველმა პარტნიორმა და პროექტის ავტორმა, გელა მღებრიშვილმა.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მენეჯერებსა და ბუღალტრებს ეხმარება ბიზნესის გაციფრულებაში, ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ვფიქრობთ, მსგავს პროგრამაში ჩართული კომპანიები იღებენ საჭირო მხარდაჭერას აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს კი ბიზნესს ეხმარება სამომავლო წარმატების მიღწევაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...