2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში მოცვის პლანტაციისთვის 1.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესი ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში  კომპანია „ნერგის“ მიერ  ჯამურად 18,2 ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდება. პროექტის საერთო მოცულობა 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 930 000 დოლარია. გამოყოფილი ინვესტიცია ნერგებისა და პლანტაციის გაშენებისათვის, ირიგაციის სისტემის მოსაწყობად, ასევე სამაცივრე მეურნეობისა  და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნიადაგთან დაკავშირებული სამუშაოები, ფართობი გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან, მოხდა გადახვნა, ფესვებისგან გაწმენდა, მთლიან ფართობზე მზადდება მელიორაციის გენერალური პროექტი, მოხდა არტენზიული წყლების კვლევა სარწყავი წყლისთვის, იგეგმება ტორფის შეტანა ჰექტარზე 300 კუბის, რათა შექმნას მოცვისთვის იდეალური ნიადაგობრივი პირობები და შემდგომში უხვი და მაღალხარისხიანი მოსავალი მივიღოთ. კომპიუტერული მართვის საირიგაციო სისტემის დაპროექტება დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება დასარგავი მოცვის ნერგებს, ისინი უკვე შეკვეთილია მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებში, როგორებიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი, რომლის მიღებასაც ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას“,- განაცხადა ნინო დოლიძემ, კომპანია „ნერგის“ დირექტორმა.

 

პლანტაციების გაშენების შემდეგ  კომპანიაში  დაახლოებით 300 ტონა მოცვის მოსავალს ელიან. კომპანია ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ახორციელებს GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაუხსნის პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე.

 

„აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების პროექტანტ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას, სადაც მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად შენახვის ვადასაც. კომპანიას დაგეგმილი აქვს საჭირო სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 300-400 თანამშრომელი“,- დასძენს კომპანიის დირექტორი.

 

“ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ და მზად, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რაც ამჯერად გულისხმობს ჩვენს პარტნიორ კომპანია „ნერგთან“ ერთად, გურიაში, 18.2-ჰა ზე მოცვის პლანტაციის გაშენებას. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში.  დიდი პოტენციალის გამო ვფიქრობთ, კიდევ მეტად უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...