0 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

აპრილში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია წლიური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად, გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაისის ინფლაციის დინამიკა, ფასების კვლავ მზარდ დინამიკაზე მიუთითებს. ამჯერად, მოლოდინების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის მატებამ შეიტანა.

 

2022 წლისათვის, თიბისი კაპიტალის განახლებული მაკრო მოლოდინები, მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 5.5%-ზე მეტიდან, დაახლოებით 7.5%-მდე აიწევს. წლის ბოლო პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელი კი, არსებული 9.5%-დან, როგორც ჩანს მხოლოდ მცირედით გადაიხრება.

 

ლარის კურსის მხრივ, თავისთავად, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება ძლიერი დარჩება. ამასთან, თუ საერთაშორისო მასშტაბით დოლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდა, რაც როგორც ჩანს ახლო მომავლის პერსპექტივა არაა და უფრო შემდეგ წლებში არის მოსალოდნელი, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად დოლარის შესყიდვის მიმართლდებით სავალუტო ინტერვენციებს ექნება ადგილი, ვიდრე ლარის ამასწინანდელ მაქსიმუმთან შედარებით უფრო მკვეთრ გამყარებას. ამავდროულად, რადგანაც სებ-ის 24 მაისის სავალუტო ინტერვენციის შემდეგ, გაუფასურების მოლოდინები მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ შემდგომ ინტერვენციებს, მოლოდინების ცვლილების კუთხით, ასეთივე ნეგატიური ზეგავლენა არ ექნება.

 

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 6 ივნისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:

https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_06-06-2022_ENG.pdf?v=1

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...