0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა

 

საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის, დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა. შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და Swedfund International AB (Swedfund)-თან გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბოლოო თანხმობის შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქცია ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი დამატებითი პირველადი კაპიტალი სპეციალური მწვანე კომპონენტით.

 

შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინანსურ რესურსს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიდგომა“-სთან (GET) შესაბამისობაში მყოფ ინვესტიციებში მიმართავს. ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში EBRD და Swedfund გამოყოფენ გრანტს, რომლითაც მხარს დაუჭერენ საქართველოს ბანკის მიერ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივებს.

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა EBRD-თან და Swedfund-თან ახლა უკვე მწვანე კომპონენტის მქონე  დამატებითი პირველადი კაპიტალის მოზიდვის ფარგლებში გრძელდება. აღნიშნული სინდიცირებული ფინანსური რესურსი ბანკს  მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიცირება უცხოური ვალუტის თვალსაზრისით, მწვანე კომპონენტი  კი გააძლიერებს ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-სა და Swedfund-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავალი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

„ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო ჩვენ დიდი ხნის პარტნიორთან - საქართველოს ბანკთან. ეს არის EBRD-ს პირველი სუბორდინირებული AT1 ფინანსური პაკეტი, ინსტრუმენტი, რომელიც გააძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას, შექმნის ბუნებრივ დაცვას ვალუტის მერყეობისაგან და უზრუნველყოფს დამატებითი კაპიტალის უწყვეტ შედინებას საქართველოს რეალურ ეკონომიკაში. აქვე მინდა განსაკუთრებულად შევაქო საქართველოს ბანკი აღებული ვალდებულებისთვის სესხის ექვივალენტი თანხით განახორციელოს მწვანე ინვესტიციები, რომლებიც შეესაბამება EBRD-ს მკაცრ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომას”,- განაცხადა ფრანსის მალიჟმა, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში წამყვანი და სისტემური ბანკის მხარდაჭერა. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაგრძელებას. ეს Swedfunds-ის რიგით მეორე ინვესტიციაა საქართველოს ბანკში ფინანსური ინკლუზიისა და მწვანე კომპონენტის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს ბანკს აქვს ფართო მომხმარებელთა ბაზა, კარგად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, ის მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში, მას აქვს  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის დიდი გამოცდილება. Swedfund-ი ინვესტიციებს ახორციელებს EBRD-ის პარალელურად, რათა ხელი შეუწყოს  ბანკის მწვანე კომპონენტის პორტფელის გაფართოებას“,- განაცხადა მარია ჰაკანსონმა, Swedfund-ის  გენერალურმა დირექტორმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...